რეზონანსი
23.04.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური შემთხვევების შემცირება პიკის გავლას არ ნიშნავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის კლება დროულად გატარებულმა პრევენციულმა ზომებმა გამოიწვია.

„დინამიკაში იქნება ისეთი ტალღები, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება მეტი ვიდრე დაინფიცირებულების რიცხვი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. ის რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულთა დღიური რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღეს არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ პიკი არის გავლილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეს გახლავთ ის ეფექტი, რომ ჩვენ შევძელით და მთელი ამ 3 თვის მანძილზე ვმართავთ გრიპის ტალღებს და გრიპის პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი", - აღნიშნა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×