რეზონანსი
23.04.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 90 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ლევან რატიანის განცხადებით, 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან 7 მართვით სუნთქვაზეა.

თუმცა, რატიანის განმარტებით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე კორონავირუსით არ არის განპირობებული, ვინაიდან ორჯერადი ტესტის მეშვეობით მას კოვიდინფექცია არ უდასტურდება.

„ერთი პაციენტი, რომელიც 67 წლის მამაკაცია, კლინიკში დაახლოებით 20 დღის წინ შემოვიდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მისი მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე გამოწვეულია კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკნარისობით. ორჯერ ჩატარებული კვლევით ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან არ დასტურდება კოვიდინფექცია. შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ამ პაციენტს კოვიდინფექცია არ აქვს. მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი ფილტვ-გულის ქრონიკული უკმერისობა, ასევე ამ ეტაპზე სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრონი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. პაციენტს უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა, ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი ასევე არის მძიმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია. ასევე, პაციენტებთან, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებითი კლინიკური სურათი გვაქვს. ეტაპობრივად ხორციელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია", - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×