რეზონანსი
23.04.2020

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი 578 ადამიანს დაუდგინეს. ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა, 81 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 187 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 7 170 შემთხვევა, აქედან 505 გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×