რეზონანსი
23.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, 17-მა კი შესაძლოა, კლინიკა ხვალ დატოვოს.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, 17 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია და მათ კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

„დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო სულ შემოყვანილი კლინიკაში, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული, დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება, ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან მდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17, ველოდებით განმეორებით ტესტის პასუხს, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ 17 დატოვებს კლინიკას" , - განაცხადა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×