რეზონანსი
23.04.2020

სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა. საქმეს სამეგერელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მიმდინარე 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა და მხოლოდ დღეს ჩაბარდა სამართალდამცველებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×