
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი და 3 მძღოლი COVID-19-ით დაინფიცირდა.
როგორც სანდო წყარო ამბობს, დღეს სასწრაფო დახმარების პერსონალს აგრესიული ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსზე დადებითი პასუხი ხუთ შემთხვევაში დაფიქსირდა.
ინფიცირებულები თბილისის მეორე ფილიალის თანამშრომლები არიან, რომლებიც ორთაჭალა-ფონიჭალას ტერიტორიას ემსახურებიან.
აღნიშნულ ფილიალში რამდენიმე კვირის წინ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც ქმრისგან (ეროვნული ბანკის კლასტერი) გადაედო.
ამ მიზეზით ფილიალმა დროებით მუშაობა შეწყვიტა და ექიმთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კარანტინში გადავიდნენ.
ის პირები, რომლებსაც დღეს სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდათ კარანტინში ორი კვირა იმყოფებოდნენ, თუმცა სამსახურში გასვლის შემდეგ ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
სასწრაფოს ორ ექიმსა და სამ მძღოლს ახლა კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაშიც ჩაუტარდებათ.
“პრაიმტაიმი“