რეზონანსი
22.04.2020

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. უფრო კონკრეტულად კი ინფიცირებულის ოჯახის წევრი. სოფელ ღვანკითში მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში მასთან ერთად მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული.

საავადმყოფოში თერჯოლის კლასტერიდან კიდევ ერთ პაციენტს იკვლევენ. მისი ბიოლოგიური ნიმუში უკვე გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ-19-ით 24 პაციენტი მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×