რეზონანსი
22.04.2020

კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 119 151-მდე გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვმა 21 340-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექციის ხელმძღვანელის, ჟერომ სალომონის განაცხადებით, 13 236 ადამიანი საავადმყოფოებში და 8 104 - სოციალურ დაწესებულებებში გარდაიცვალა. საავადმყოფოში მკურნალობას 29 741 პაციენტი განაგრძობს, მათგან 5 218 მძიმე მდგომარეობაშია.

საფრანგეთში მკაცრი შეზღუდვები 17 მარტიდან დაწესდა. ქვეყანაში დაკეტილია ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 11 მაისამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ საფრანგეთი, შესაფერისი ეპიდემიოლოგიური პირობების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების დაწყებას გეგმავს. ქვეყნის პრემიერმა ედუარდ ფილიპმა იზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმა უახლოეს დროში უნდა წარადგინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×