რეზონანსი
22.04.2020

კომენდატის საათის დროს, ყაჩაღობა მოხდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში.

"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, შეიარაღებული და შენიღბული პირები ადგილობრივ ბიზნესმენს, თავს საკუთარი თევზის ფერმაში ადაესხნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სასტიკად გაუსწორდნენ და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

საუბარია 4 ათას ლარამდე თანხაზე. რაც შეეხება დაზარალებულს, მას სამედიცინო დამხარება კასპის საავადმყოფოში გაუწიეს და ის უკვე ბინაზეა გაწერილი.

საქმის გახსნას კასპის პოლიციის თანამშრონლები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×