რეზონანსი
22.04.2020

კორონავირუსის მედიკამენტ "პლაქვენილით" მკურნალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, თავად ისიც, წლების წინ ამ მედიკამენტს იყენებდა პაციენტების მკურნალობის დროს. მისივე თქმით დაუშვებელია, როდესაც "პლაქვენილის" გამოყენების გამო, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე კრიტიკის ობიექტი ხდება. ამირან გამყრელიძის თქმით სწორედ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობდნენ მის შვილსაც ინფექციურ საავადმყოფოში, როდესაც ის კოვიდინფიცირებული იყო. ამირან გამყრელიძე მიმართავს მედიკოსებს, თუ კი ვინმეს აქვს კონკრეტული წინადადება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მზადაა მოუსმინოს.

“დღეს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი არის ბატონი თენგიზ ცერცვაძე, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული ექიმი-კლინიცისტი. სწორედ უმკურნალეს ჩემს შვილს და იმიტომაც სწრაფად გაჯანმრთელდა. ახლა ეს “დელაგინი“ თუ “პლაქვენილი" ახალი ხომ არ არის. 40-50 წელია არსებობს და ძალიან ბევრი დაავადების დროს გამოცდილია. ამ ეტაპზე მან ეფექტი მისცა. განიხილეთ ეს პროფესიულ საზოგადოებაში და ასეთი შეურაცხყოფას ადამიანებს ნუ მიაყენებთ, არ შეიძლება. მივმართავ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს. ჩვენ ვაფასებთ მათ განათლებას. საქართველოში ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. არ შეიძლება ადამიანი ვისაც უზარმაზარი დამსახურება აქვს და დარგები შექმნა ქვეყანაში და დღეს უზარმაზარ ბრძოლაშია კორონავირუსთან ასე შეეხო. თურმე დღეს "პლაქვენილს" იყენებს, პროტოკოლით არის ეს. ასეთი იყო ჩემი ოჯახის წევრთან მკურნალობა,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×