რეზონანსი
22.04.2020

ქვეყნების უმრავლესობა კორონავირუსის გავრცელების დაწყებით ეტაპზეა, ხოლო იქ, სადაც ვირუსი ადრე გავრცელდა, ინფიცირების შემთხვევების მატება დაიწყო, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

„არ დაუშვათ შეცდომა! ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ და ეს ვირუსი ჩვენთან დიდი ხანი იქნება. უდავოა, რომ სახლში დარჩენისა და სხვა ფიზიკური დისტანცირების ზომების მეშვეობით ბევრ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პროცესი წარმატებით შენელდა, თუმცა ეს ვირუსი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, თვითკმაყოფილებაა", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×