რეზონანსი
22.04.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ნიღბების ტარება შესაძლებელია, კიდევ კარგა ხანს იყოს საჭირო.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს „ფეისბუქლაივის" დროს ისაუბრა.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის აუცილებელი ეს იყოს სამედიცინო ნიღაბი, არამედ სოციალური ნიღაბი, რომლის შეკერვა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.

„ნიღბის ტარება დაგვჭირდება, შესაძლებელია, კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ხაზს ვუსვამ, ეს არ იქნება აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, ახლა სოციალური ნიღაბი დაერქვა. ხშირად სახლშიც შეიძლება, შეკეროთ ასეთი ნიღაბი. თუ არა, არის მარლის ნიღბები. როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღბები, რომელზედაც ერთი ამბავია. მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში მარლის ნიღბებს", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×