რეზონანსი
22.04.2020

 საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აქტიურად განაგრძობს COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან ბრძოლას და, შექმნილ ვითარებაში, თანამშრომელთა მხარდაჭერასა და მოტივაციაზე ზრუნვას. სწორედ ამ მიზნით, ბილაინში დასაქმებულებს კომპანიამ მიმდინარე თვიდან ხელფასები გაუზარდა. აღნიშნული ხელფასის ზრდა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადებს და თითოეული თანამშრომელი განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძობს მუშაობას. 

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ასევე მომხმარებლებზე ზრუნვას. კომპანიამ   ვირუსის გამოჩენისთანავე მალევე გადაიყვანა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისი უსაფრთხოების მიზნით დახურა. დისტანცურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო წვდომა Coursera-სა და  LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმებზე და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები, ხოლო დახურული მაღაზიების თანამშრომლები ასევე გადიან ინგლისური ენის კურსებს.

ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით. ასევე ხელმისაწვდომია ბილაინის სიმ ბარათებიც, ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალების და საქართველოს ფოსტის 40 ჯიხურის მეშვეობით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×