რეზონანსი
22.04.2020

საქართველოში სპეცრეისით ერაყიდან სამშობლოში 70 მოქალაქე დაბრუნდა. ამავე ბორტით გადმოასვენეს ერაყში დაღუპული საქართველოს მოქალაქეც, რომელიც 24 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა. 39 წლის მამაკაცი ქობულეთის მკვიდრია. ის ერაყში მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იმყოფებოდა.

სპეცრეისით ჩამოსული საქართველოს 70 მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს.

გრძელდება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესიც. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დამატებითი ავიარეისები განისაზღვრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, 5 მაისს სამშობლოში მოქალაქეებს ჩამოიყვანენ ათენიდან, 7-ში - ამსტერდამიდან, 9 მაისს - ბერლინიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×