რეზონანსი
22.04.2020

კორინავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო ევროკომისია ევროკავშირის მოსაზღვრე 10 ქვეყნისთვის მაკროფინანსური დახმარების ახალი პაკეტის ინიციატივით გამოვიდა.

საუბარია Team Europe-ს დახმარების პროგრამის განხორციელებაზე. მთლიანი თანხა 3 მილიარდი ევროა, საიდანაც საქართველო 150 მილიონ ევროს მიიღებს.

თანხის ყველაზე დიდ ნაწილს, კერძოდ კი 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს, მეორე ადგილზეა ტუნისი (600 მილიონი ევრო).

დახმარებას მიიღებენ ასევე შემდეგი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, მოლდოვა, კოსოვო, იორდანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და ალბანეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×