რეზონანსი
22.04.2020

საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით მოქალაქეების კონკრეტულ დროს ავტომობილით გადაადგილება შეეძლებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრცეველმა, ირაკლი ჩიქოვანამ განაცხადა.

მისი თქმით, გამონაკლისის სახით, მოქალაქეებს დილით 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე მანქანით გადაადგილება შეეძლებათ.

„იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ.

მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში.

18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×