რეზონანსი
22.04.2020

თბილისის მერს, კახა კალაძეს იდეა აქვს, რომ შაბათ-კვირას კერძო ტრანსპორტით გადაადგილება საერთოდ აიკრძალოს. მისი თქმით, ეს მხოლოდ იდეა არის და ამას "დახვეწა" დასჭირდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული იდეა თბილისში საგანგებო მდგომარეობის დროს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლების შემდეგ გაჩნდა.

როგორც კალაძე ამბობს, მას ამ საკითხზე საზოგადოების აზრი აინტერესებს და ამიტომ, ამ იდეასთან დაკავშირებით ინტერაქტივიც იქნება.

"როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა, როდესაც დაიწყებს მუშაობას შესაბამისი სამსახურები, გვაქვს ეგეთი იდეა და გვინდა, უბრალოდ, კითხვის სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა და მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით: კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად, შაბათ-კვირა ხოარ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილების და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რო შესაძლებელი იყოს იმ აუცილებლობის პირობებში გადაადგილება თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა, როგორც ავტობუსებით, ასევე მეტროთი", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×