რეზონანსი
22.04.2020

მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა.

ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მიშა, მიშა".

ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. ის აცხადებს, რომ შეკრების ორგანიზატორი არ არის და ვინ მოახდინა აქციის ორგანიზება, არ იცის.

აქციაზე ასევე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი.

ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×