რეზონანსი
22.04.2020

საქართვლოს მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები "გლოვოს" კურიერებსაც შეეხებათ, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. სადაც წერენ, რომ შეზღუდვა ეხება იმ კურიერებს, რომლებიც ავტომობილით ემსახურებიან მოქალაქეებს.

"ახალი სამთავრობო რეგულაციების თანახმად, დღეიდან, 22 აპრილიდან 27 აპრილამდე გადაადგილების შეზღუდვა ვრცელდება ჩვენს პარტნიორ მანქანიან კურიერებზეც. რაც ნიშნავს:

- პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ ვერ აგრძელებს მუშაობას;

- შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს;

- ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ;

- თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ;

ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის.

ჩვენ და ჩვენი სუპერგმირი პარტნიორი კურიერები მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ახალ რეალობას და თქვენს გვერდით ვდგავართ.

მადლობას გიხდით მოთმინებისთვის" - წერია კომპანიის განცხადებაში.

საქართვლოს მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები "menu.ge"-სკურიერებსაც შეეხებათ, ამის შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში განაცხადებაც გაავრცელა:

"შეკვეთების მიღება მოხდება შეზღუდული რაოდენობით, ხოლო მიწოდების დრო შესაძლოა გაიზარდოს.

ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში კი სამწუხაროდ ვერ მოგემსახურებით.

წინასწარ გიხდით ბოდიშს და ვწუხვართ შექმნილი დისკომფორტისთვის " - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×