რეზონანსი
22.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ამის შესახემ მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

„კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 94 პაციენტი გვყავს. აქედან 8 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, 7 აპარატზეა, აქედან ერთი ძალიან მძიმეა. 94 პაციენტიდან 47-ს ორმხრივი მწვავე პნევმონია აქვს", - აღნიშნა ტურძელაძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ გთხოვთ, დარჩით სახლში, რომ პროცესები რაც შეიძლება ნელა განვითარდეს და ჩვენ ყველა პაციენტის მიღება შევძლოთ", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×