რეზონანსი
22.04.2020

კრიმინალური ფაქტი და ვნების კვირას მომხდარი დაპირისპირება ორ სასულიერო პირს შორის, რომელიც დაჭრით დასრულდა - ყინწვისის მამათა მონასტერის წინმძღვარმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა ყინწვისის მონანული ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტი საბას.

კრიმინალური ფაქტი ეკლესიის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ადგილობრივი ეპარქიის მმართველი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც შეესწრო.

"კურიერი" დაუკავშირდა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს, თუმცა ზარს მისმა მდივანმა მამა გაბრიელმა უპასუხა, რომელიც ფაქტს არ ადასტურებს.

მისი თქმით, მონასტერში დაპირისპირება არ მომხდარა.

"ვინ იგონებს ამ ყველაფერს არ ვიცი. არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა," - აღნიშნა მამა გაბრიელმა კურიერთან სატელეფონო საუბრისას.

თუმცა ფაქტს, ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა -შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×