რეზონანსი
22.04.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერს ეკუთვნის.

„სამწუხარო ამბავია გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე კარგა ხანს იყო. მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომაც მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. სასუნთქ გზებშიც გართულებები ჰქონდა, შემდეგ მწვავე პნევმონია. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“.- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×