რეზონანსი
22.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, 46 ინფიცირებული პაციენტიდან, 17-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, კრიტიკული 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ისინი შეგვიძლია მძიმე პაციენტებად მოვიაზროთ.

შესაბამისად, ინფექციურში მყოფ 14 მძიმე პაციენტს დაემატა ეს 2 პაციენტი და გუშინ მიღებული ერთ-ერთი პაციენტი, რომლის მდგომარრეობაც შედარებით მძიმე იყო და აღენისნებოდა პნევმონია. სულ კი კლინიკაში 17 პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მგომარეობაც შეიძლება შეფასდეს მძიმედ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 98 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×