რეზონანსი
22.04.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მხოლოდ 3 ერთეულით გაიზარდა. საქართველოს მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 411. შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 98 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5160, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პირი.

ბოლო დღეებში მხოლოდ ერთეული ახალი შემთხვევები ფიქსირდება. გუშინდელთან შედარებით დაინფიცირებულთა რაოდენობა განახევრებულია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×