
ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. ნახეთ მთავარ შეზღუდვებს, რათა თქვენდა უნებურად არ გახდეთ სამართალდამრღვევი და არ დაგეკისროთ სოლიდური ჯარიმა.
- იკრძალება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, გარდა მოტოციკლის, მოპედის და ველოსიპედისა;
- შეზღუდვა ეხება ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც;
- სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია. თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).
- თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა.
- იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას;
- პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.);
- სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.).
- სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.
- სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.
- რაც შეეხება იმ წესებს, როგორ უნდა მოიპოვოს მოქალაქემ საშვი მანქანით გადაადგილებისთვის, მთავრობა განმარტავს:
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო);
- თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობა უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 144;
- თუ მოქალაქე ეწევა დაშვებულ ეკონომიკურ საქმიანობას სამსახურამდე მისი გადაადგილება და პირიქით უნდა უზრუნველყოფს დამსაქმებელმა.
- ასევე, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს.
- მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.
- რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა მოქალაქეს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება და შეუძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?დადგენილების მიხედვით, ასეთი რამ აკრძალულია.