რეზონანსი
22.04.2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ გულიაშვილების ოჯახში, 100-მდე ხატს მირონი, ხოლო იესო ქრისტეს ჯვარცმას – სისხლი სდის. ამის შესახებ, ვიდეო და ფოტოები ოჯახის ერთ-ერთმა წვრმა, გიორგი გულიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ჯვარცმამ და ღვთისმშობელმა სისხლდენა დაიწყო. რა ხდება ჩვენ თავს, ღმერთმა იცის! ამ ჯვარს სდის სისხლი, 5 წუთში ქრება საერთოდ, მერე, ისევ მოსდის და ა. შ.“ – წერს გულიაშვილი.

მისი თქმით, ხატებმა მირონდენა, გასულ წელს, სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყეს. თავდაპირველად, მირონდენა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო, ხოლო შემდეგ, სახლში არსებულ ყველა ხატს გადაედო. გარდა მირონისა, აღდგომის დღეს, იესოს ჯვარცმას და ღვთისმშობლის ხატს სისხლდენა დაეწყო.

აღნიშნულ საკითხზე მან სასულიერო პირებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც უპასუხეს – ღვთისგან არის და ჩვენ ვერაფერს გეტყვით, აუხსნელი, სასწაული არისო“ – წერს გიორგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×