რეზონანსი
21.04.2020

საჩხერეში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ტელეკომპანია „მთავართან" გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს, რომელმაც ხანდაზმული მამა მოკლა და ცხედარი დაანაწევრა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

„ის ბიჭი შეურაცხადი იყო. 3-ჯერ ჰყავდათ ფსიქიატრიულში, უმკურნალეს, მაგრამ... კაცი სასტიკად მოკლა და მერე დაანაწევრა." -ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

აღდგომის ღამეს დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს სხვა მეზობელიც.

„საღამოს საქონელი დავაბინავე და გარეთ გამოვედი. ოლეგის შევეკითხე, მამაშენი სად არის-მეთქი. მამაჩემი აწი აღარ შეგაწუხებს, მოვკალიო.

გამასწარი, თორემ შენც მოგკლავო, ასე მითხრა."- ამბობს მეორე მეზობელი.

შეგახსენებთ აღდგომის ღამეს 40 წლამდე ასაკის კაცმა მოხუცი მამა მოკლა და შემდეგ ცხედარი დაანაწევრა. გარდაცვლილია 81 წლის კაცი. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×