რეზონანსი
21.04.2020

მოსკოვში ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი" რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.

დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი 48 წლის იყო. ის ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი 2013 წლიდან იყო.

რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, სულ გამოვლენილია კორონავირუსის 52 700-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 456 ადამიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×