რეზონანსი
21.04.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რეჟისორ რეზო ესაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პატრიარქის სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული რეზო ესაძე.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

რეჟისორი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში 18 აპრილს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×