რეზონანსი
21.04.2020

ლეგენდარული ქართველი კომენტატორი კოტე მახარაძე უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები და მათ შორის მახარაძის ეს ფრაზაც მოხვდა: „ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა - თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს".

ეს სიტყვები კოტე მახარაძემ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, როდესაც 1981 წელს თბილისის „დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.

უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც წერია, რომ ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას" გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×