
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც სასწავლო პროცესი არც სკოლებში განახლდება.
მთავრობის თავდაპირველი განკარგულებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული. თუმცა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს" უთხრეს, რადგან საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, შესაბამისად, ვერც სკოლებში განახლდება სწავლება.
როგორც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველო ახლა კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში იქნება.
სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმში მარტის დასაწყისში გადავიდნენ.