რეზონანსი
21.04.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პიკის, ზუსტი თარიღის თქმა რთულია.

მისივე მოსაზრებაით პიკი სავარაუდოდ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში იქნება. რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში კი, პიკის დაფიქსირებიდან დაახლოებით ერთ თვეში გავრცელების "დაღმავალი ტალღა" იქნება.

"შეიძლება ვიღაცამ თქვას პიკი 2 კვირაში იქნება და იყოს 3 კვირაში. ზუსტი გათვლა შეუძლებელია. მე ახლაც მგონია, რომ პიკი სადღაც 2 კვირაში, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში იქება. იმ პირობით, თუ ჩვენ შევძლებთ და დავიცავთ რეკომენდაციებს, თუნდაც იმ დონეზე, როგორც დღეს ვიცავთ, თუმცა, ეს არ არის იდეალური დაცვა, მაშინ ეს პიკი პართლაც 2 კვირაში იქნება და სადღაც 2-3 კვირის, ან 1 თვის შემდეგ დაიწყება დაღმავალი ტალღა", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, 4 გარდაცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×