
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი , ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ იქნება კიდევ 2-3 კვირა საქართველოში კორონავირუსის პიკი.
„მეკითხებიან ხოლმე, რატომ ვამბობ სამ კვირას. ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს, შიდაგავრცელება კი დაიწყო 22 მარტს. აქედან დაწყებული უკვე 6-დან მე-8 კვირამდე ითვლება კრიტიკულ კვირებად. ამიტომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი შესაძლოა იყოს ინფიცირების ზრდა.
ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. აქამდე გატარებული ღონისძიებები იყო ძალიან დროული და იძლეოდა შედეგს. არ გვინდა, რომ შემთხვევების ზრდა იყოს რამდენიმე ათეული და ასეული.
ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება იმ რაოდენობას, რაც დღეს გვაქვს. ყველაფერი ეძლევათ მათ, რაც საჭიროა.
მესმის რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მაგრამ ჯერჯერობით სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს. ჯერჯერობით ვაქცინა არ არის და არ იქნება კიდევ ერთი წელი",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.