რეზონანსი
21.04.2020

ბოლნისში, კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებულს სიმპტომები საკარანტინო ზონაში გამოუვლინდა, სადაც ის იზოლაციაში იმყოფებოდა.

ჯამში, სულ სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელია კოვიდ-19-ით ინფიცირებული. მათგან, 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. ერთი თბილისში გამოვლენილი შემთხვევაა, ერთი კი ქობულეთში.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×