რეზონანსი
21.04.2020

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება. ამის შესახებ ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა.

„ჯერჯერობით, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი. მათ გვაიძულეს, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია",- დასძინა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×