რეზონანსი
21.04.2020

რუსეთი საქართველოსთან ერთად განიხილავს სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას, თუ ამის წინანდადებას ქართული მხარე წარმოადგენს.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, თბილისთან ერთად განიხილოს სატვირთო წარმომადგენლობების გახსნა, თუ ამ შინაარსის წინადადებას საქართველო წამოაყენებს.

„დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. ველოდებით ქართველი კოლეგები როდის შეეხებიან ამ საკითხს. თუ ასეთ შეთავაზებას გაგვიკეთებენ, ჩვენ განვიხილავთ ამის შესაძლებლობას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა, რომელიც იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაც აღდგება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში არ გაღრმავდეს რუსოფობია. იმ ექსცესებმა, რომლებიც საერთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარებისას მოხდა, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაგვაფიქრა რუსების უსაფრთხოების საკითებზე, თუმცა შემდგომში ქართული მხარე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა", - თქვა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საელჩოს სრულყოფილი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე რუსეთმა საქართველოს ავიაემბარგო დაუწესა, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყნებს გაწყვეტილი აქვთ 2008 წლის 2 სექტემბრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×