რეზონანსი
21.04.2020

აღდგომის დღესასწაულზე თბილისში ტრაგედია დატრიალდა. სახლში მჯდომ თამუნა ანთელავას თავში ბრმა ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა. თამუნა მომღერალ თიკა მახალდიანის დედა გახლდათ.

პოლიციამ მალევე დააკავა პოლიციელი სოსო გაბრიაძე, რომელმაც აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად სახლიდან რამდენჯერმე გაისროლა...

თიკა მახალდიანის ოჯახში საქართველოს პატრიარქის თხოვნით, მამა შალვა კეკელია მივიდა და პანაშვიდი გადაიხადა. ამის შესახებ თიკას მეგობარი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში წერს.

“პატრიარქმა მამა შალვა გამოგზავნა პანაშვიდის გადასახდელად“ - წერს ლაშა ბასლანძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×