რეზონანსი
21.04.2020

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ზოგჯერ აგრესიულია, რაც ხელს უშლის საზოგადოების სწორი განწყობების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა გააკრიტიკა.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 2019 წლის 20ივნისს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×