რეზონანსი
21.04.2020

 რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, თუ რა პრეპარატებით უნდა მოხდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობა ამ საკითხის გარჩევა არაკორექტულია. მისი თქმით ეს დაავადება უნდა მართონ ექიმებმა.

„ეს პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ მაშინ როცა არის პნევმონია. ჩვენების მიხედვით და არა სიმპტომების მიხედვით. ისიც რა სახის პნევმონიაა და როგორ მიდის პროცესი. მაშინ ხდება პრეპარატების შერჩევა. იქნება ამ შემთხვევაში ისეთი პრეპარატი პლაქვენილი ან სხვა ანტიბიოტიკები და მათი კომბინეციები. სხვადასხვა სირთულის და სიმძიმის პნევმონიის დროს გამოიყენება სხვადასხვა წამლების კომბინაცია. ეს წმინდა სამედიცინო საკითხია. და ამის ასე გარჩევა არაკორექტულია. ექიმების მიერ უნდა ხდებოდეს ამ დაავადების მართვა", - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×