რეზონანსი
21.04.2020

ევროკომისარი ბაზრის შიდა საკითხებში ტიერი ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროპამ შესაძლოა საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტოს. შესაბამისი განცხადება მან BFM-თან გააკეთა.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტილი, ბრეტონი პასუხობს:

“ვნახოთ, თუმცა, ვფიქრობ რომ, ეს ის არის, რასაც უნდა ველოდოთ“.

ევროკომისარმა აგრეთვე ცალკე ისაუბრა შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილების შესახებ.

“აუცილებელია ყველას ახსოვდეს, რომ ჩვენ კონტინენტზე ვართ. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ჩვენს უფლებებს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად მოხსნის თვითიზოლაციის რეჟიმს“, - აცხადებს იგი.

ამასთან, ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×