რეზონანსი
21.04.2020

9 აპრილის სიმბოლოს, ლელა ვეფხვაძეს მოქალაქეებმა დახმარების სახით 3000 ლარი შეუგროვეს. 9 აპრილის სიმბოლოს, ლელა ვეფხვაძეს მოქალაქეებმა დახმარების სახით 3000 ლარი შეუგროვეს.

„ლელასთვის (9 აპრილის უსინათლი გმირი) შეგროვდა 3000 ლარი, საიდანაც დაიფარება ბინის ქირა, გადასახადები და პროდუქტის ხარჯები.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თანადგომისთვის" - წერს მარიამ ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, ლელა ვეფხვაძე უკვე 27 წელია ქირით ცხოვრობს.

ყოველთვიური გადასახადის ნახევარს მერია უფინანსებს, დანარჩენს კი, თავად იხდიდა. მან კორონავირუსის გამო განვითარებული მოვლენების გამო ქირის ფულის გადახდა ვეღარ მოახერხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×