რეზონანსი
21.04.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა. სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებში.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს.

ამ დღეს, როგორც წესი, მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო დედაქალაქსა და რეგიონებში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. 17 აპრილს როგორც რეგიონების, ასევე, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×