რეზონანსი
21.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში სულ 118 პაციენტია მოთავსებული, აქედან 91 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

რატიანის ინფორმაციით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ექვსი პაციენტი რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ შენარჩუნებულია სასიცოცხლო პარამეტრები.

„დადასტურებული კოვიდინფექციის შემთხვევა არის 91, მათგან 9 პაციენტი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ჰემმოდინამიკის რღვევით, ხოლო 6 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, იცით, რომ ეს პაციენტები, სიმძიმის კატეგორიის მიხედვით, რამდენიმე სართულზე არიან გადანაწილებულები. აქედან 47 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონია. მკურნალობა იცით, რომ არის სიმპტომური,"- განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×