რეზონანსი
21.04.2020

დათბობასთან ერთად კორონავირუსი გაქრება თუ არა, მეცნიერების აზრი აქ ორადაა გაყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„მეცნიერების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ თუ სხვა რესპირატორული ვირუსები დათბობის შემდგომ მიდის კლებისკენ, ნახევარი მსოფლიო ფიქრობს, რომ კორონავირუსიც ასე მოიქცევა, რადგან ისიც რესპირატორული ვირუსია, ხოლო მეორე ნახევარი ფიქრობს, რომ ვინაიდან კორონავირუსი გენეტიკურად აბსოლუტურად განსხვავებულია გრიპის ვირუსისგან ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის არ იქნება სეზონური და დათბობის პერიოდი მასზე არ იმოქმედებს", - აღნიშნა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×