რეზონანსი
21.04.2020

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რაოდენობა 520-მდე გაიზარდა.

ნიჟარაძის განმარტებით, ახალი კონტაქტებიდან დღეს დამატებით ქობულეთში მცხოვრებ 100-მდე შესაძლო შემთხვევას გამოიკვლევენ.

„დღეს დილის 90 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში მოვიდა და ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. კლინიკა „მედალფაში" მკურნალობს ისევ 35 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 34 პაციენტი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზრდა 520-მდე, ინტენსიურად ხდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. გუშინ 50 ნიმუში იქნა აღებული ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან და მათი პასუხები დღეს გვეცოდინება. ასევე, ქობულეთის კლასტერის პირველ პაციენტთან კონტაქტირებული პირებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი უკვე სრულდება, ამიტომ ამ პირებს განმეორებით ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და თუ პასუხები ისევ ნეგატიური იქნება, მათი თვითიზოლაცია დასრულდება.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×