რეზონანსი
21.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აღდგომის ღამეს ეკლესიაში მყოფი მრევლის თვითოზოლაციაზე ისაუბრა.

"თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ რეკომენდაციები ეხება მთელ მოსახლეობას და არა განსაკუთრებულად მრევლს.

"ლაპარაკი ასე არ შეიძლება. მხოლოდ ამ სეგმენტზე ნუ ვლაპარაკობთ ჩვენ. მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიტანს ისე.

ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ. თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კონტაქტი ჰქონდა ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაცა სეგმენტზე, "- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×