რეზონანსი
21.04.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ იოსელიანი ემსხვერპლა. მესტიის წარმომადგენლის სოსო ზურებიანის თქმით, კონფლიქტის დეტალები უცნობია.

„სამწუხარო ამბავია, გარდაცვლილია ჩვენი სოფლის მკვიდრი. ძალიან კარგი ახალგაზრდა. როგორც ჩანს აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს. ბრალდებულიც ჩვენი სოფლიდანაა, ისიც მესაზღვრედ მუშაობს. გარდაცვლილს, 4 შვილი დაუობლდა.

მგონია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარსულში არანაირი სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ, მეგობრები იყვნენ.

შეკამათება ჰქონიათ, მერე არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა. გარდაცვლილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. თვითონ ვინც ისროლა, არ არის დაკავებული, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.

შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მერე არავინ არ იცის, სად წავიდა.

ახლაც ეძებს მოსახლეობა, პოლიციაც, მაგრამ ვერ პოულობენ.

ოთხი კაცი ყოფილან ადგილზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ იმათთან შეხვედრა მე ვერ მოვახერხე, რა თქმა უნდა, პოლიციამ არ შეგვიშვა. ისინი სამართალდამცველებმა დაკითხეს“, – განაცხადა სოსო ზურაბიანმა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×