რეზონანსი
20.04.2020

ლონდონის ბირჟის მონაცემების თანახმად,  მსუბუქი WTI მარკის ნავთობის უახლოესი ფიუჩერსების ფასი 99.9 პროცენტით 1 ცენტამდე დაეცა. რამდენიმე წუთში ნავთობმა ვარდნა განაგრძო და თბილისის დროით 22:30-ზე მისი ფასი უკვე -8.61 აშშ დოლარი გახდა. საერთო ვარდნამ კი 147.13 პროცენტს მიაღწია.

ეს  ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასია.ნავთობის ფასი კორონავირუსით გამოწვეული საკარანტიმო ზომების გამო მკვეთრად დაეცა, მაგრამ მის განულებას არავინ მოელოდა. მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის საცავები გადავსებულია, მათი მყიდველი კი არა ჩანს. 

"რაიფაიზენბანკის" ანალიტიკოსების აზრით, მომავალში ნავთობის ფასი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდებ მიღებულ ზომებზე, "შავ ოქროზე" მოთხოვნის გაზრდას კი მხოლოდ მესამე კვარტალიდან შეიძლება ველოდოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×