რეზონანსი
20.04.2020

„ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო, რომ სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ", - ამის შესახებ მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მომღერლის დედა გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა.

მიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.

ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×