რეზონანსი
20.04.2020

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, არცერთ პანდემიას და მათ შორის არც COVID 19-ს მოსახლეობის 100%-იანი მოცვა არ ახასათებს.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების ჯაჭვები, იმ ადამიანებთან გაწყდება, რომლებსაც ვირუსის წინააღმდეგ ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდებათ და სხვებს დაავადებას ვეღარ გადასდებენ.

„მოსახლეობის 100%-იანი მოცვა არცერთი ინფექციის დროს არ ხდება. ეს ფაქტიურად შეუძლებელია. წინა პანდემიას თუ გავიხსენებთ H1N1-მა მოსახლეობის 20% მოიცვა. მოსაზრება რომ ეს დაავადება ყველამ უნდა გადავიტანთ ასე არ არის. სიმპტომებით თუ უსიმპტომოდ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს და ეს ერთ-ერთი პირობა იქნება იმისთის რომ როდესაც გაჩნდება იმუნური ადამიანების ჯგუფი ანუ ისინი ვისაც ანტისხეულები აქვთ თანდათანობით ამ ადამიანებზე გაწყდება ხოლმე გადაცემის ჯაჭვი და დაიწყება პანდემიის უკუგანვითარება", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა "რადიო თავისუფლების" პირდაპირ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×